უკრაინაში ომის 372-ე დღე დაიწყო: დონბასში ისევ დაძაბული მდგომარეობაა, რუსეთში კი სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის აფეთქებების ხმა.
სიტუაცია უკრაინელთა სასარგებლოდ შეიცვალა ბახმუტის მიმართულებაზე:
ბახმუტის დასავლეთ მიმართულებაზე , დასახლება ხრომოვესთან მოგერიებულია- რუსი ოკუპანტების მოიერიშე ჯგუფების ნაწილი განადგურდა, ნაწილმა კი უკან დაიხია, რის ფონზეც დასახლება ჩასოვი იარიდან მომავალი მომარაგების გზა, რომელსაც ქალაქში მყოფი უკრაინელი მებრძოლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ისევ უკრაინელთა კონტროლქვეშაა.
უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თაცმჯდომარის მდივანმა სერგი დანილოვმა განაცხადა, რომ ბახმუტში სიტუაცია ძალიან რთულია. რაც შეეხება დანაკარგებს, დანილოვის თქმით, რუსი ოკუპანტების დანაკარაგი უკრაინელებისას შვიდჯერ აღემატება.