fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ბახმუტის მიმართულებაზე კრიტიკული მდგომარეობა ნარჩუნდება – ოკუპანტები ისევ უტევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები სარკინიგზო ხიდის აფეთქების შემდეგ გამოვიდნენ მდინარე ბახმუტკას აღმოსავლეთ სანაპიროდან – ზაბახმუტკას რაიონში რუსი ოკუპანტები იმყოფებიან… უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე წარმატებით იყენებენ მდინარე ბახმუტკას ბუნებრივ ბარიერს და არ აძლევენ ოკუპანტებს ცენტრალური უბნებისკენ წინსვლის შესაძლებლობას.

 ბახმუტის დასავლეთ ნაწილში უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების შემოტევების- საფრთხის პრევენციის მიზნით დასახლება ხრომოვესთან ააფეთქეს ხიდი, რომელიც ჩასოვი იარიდან გამომავალ გზას აკავშირებდა ბახმუტთან…

 ერთადერთი გზა , რომელსაც ამ დროისთვის უკრაინის არმია დასავლეთის მხრიდან მომარაგებისთვის იყენებს, არის ივანოვსკოეზე გამავალი გზა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დღის განმავლობაში 38 საბრძოლო კონტაქტი დაფიქსირდა- რუსი ოკუპანტები ( ვაგნერის მაღალ დონეზე მომზადებული მოიერიშე ჯგუფები; რეგულარული არმიის ნაწილები; მედესანტეთა შენაერთები) ბახმუტის ჩრდილოეთ მიმართულებას ინტენსიურად უტევენ, რომელსაც ამ დრომდე იგერიებენ ქალაქის დამცველები.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული