აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი 90 ერთეული Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გერმანიის საზღვაო პორტში ჩამოტვირთა, რომელთაც უახლოეს მომავალში უკრაინაში გაგზავნიან.
ეკიპაჟი- 2 სამხედრო
დესანტი- 9 სრულად ეკიპირებული სამხედრო
წონა- 17ტ
ჯავშანი- Stryker-ის შუბლა ნაწილი 14.5მმ-იანი ტყვიების მოხვედრას უძლებს, ბორტებში კი 7.62მმ-იანი ტყვიების. იმ შემთხვევაში თუ კრემიკული ჯავშანფილები დაემატება ჯავშანტრანსპორტიორის სრულ კორპუსს, STRYKER-ი 14.5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ვაზნების მოხვედრას გაუძლებს. სავალი ნაწილი გაძლიერებულია დამატებითი ჯავშნით ნაღმების ან ასაფეთქებელი მოწყობილობების დეტონაციისგან დასაცავად + V-ს დიზაინი აქვს კორპუსის ქვეშ , რაც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქებისას წარმოქმნილ ჭავლს საგრძნობლად ამცირებს. ჯავშანტრანსპორტიორი კაბინაში ავტომატური ცეცხლმაქრი სისტემითაა აღჭურვილი.
შეიარაღება- დისტანციურად მართვადი მოდული, რომელზეც დამონტაჟებულია ან M2 Browning-ის ტიპის 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი ( 2000 ტყვიის მარაგით), ან Mk-19-ის ტიპის 40მმ-იანი ყუმბარმტყორცნი ( 430 ერთეული ყუმბარით). ჯავშანტრანსპორტიორი აღჭურვილია დღისა და ღამის თერმული ხედვის კამერით + ლაზერული მანძილმზომითა და GPS ნავიგაციით.