fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინაში პირველად გამოჩნდა გერმანული IRIS-T – მახასიათებლები

უკრაინაში პირველად გამოჩნდა გერმანული წარმოების IRIS-T-ს ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამშვები კომპლექსის ფოტო.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საზენიტო თავდაცვის სისტემის 1 ბატარეა ( 3 გამშვები დანადგარით) კიევის ოლქშია გაშლილი. რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უკრაინა გერმანიისგან IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით 1 ბატარეას მიიღებს.

Iris-T -ს IIR ( Imaging Infra-Red ) გამოსახულებით ინფრაწითელი დამიზნების მქონე რაკეტებს 40 კმ-ის რადიუსში მაქსიმუმ 20 კმ-ის სიმაღლეზე წარმატებით შეუძლია გაანეიტრალოს მოწინააღმდეგის ფრთოსანი, ან ანტიირადიოლოკაციური რაკეტები , უპილოტო დრონები, შვეულმფრენები და თვითმფრინავები.

აღნიშნული რაკეტის მოქმედების სპეციფიკა ამგვარია- თუ სამიზნე ობიექტი ახლო მანძილზეა ( 20კმ) , სითბური თავაკი ავტომატურად იჭერს მიზანს, ხოლო თუ შორსაა, საჰაერო თავდაცვის კომპლექსი რადიომართვით უშვებს რაკეტას და როცა მიუახლოვდება მიზანს, სითბური თავაკი ამოქმედდება, რის შემდეგაც ავტომატურად ანადგურებს რაკეტას/ თვითმფრინავს.

IIR ( Imaging Infra-Red )-ის დამიზნების სისტემა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტაზე ნიშნავს, რომ საზენიტო რაკეტა უბრალოდ სითბოს კი არ მისდევს, არამედ სითბურ სურათს აფიქსირებს და ადრის მას მეხსიერებაში არსებულ გამოსახულებებს, გააჩნია ამომცნობი სისტემები და მიზნის სრულ იდენტიფიკაციას ახდენს, რის ფონზეც საზენიტო რაკეტის შვეულმფრენის ან თვითმფრინავის მიერ სითბური ხაფანგებით მოტყუება და თავიდან არიდება რთულია.

Iris -T-ის რაკეტის ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები:
რაკეტის წონა: – 89კგ
სიგრძე – 3მეტრი
საბრძოლო მასალის წონა- 11.4კგ ფუგასური ფრაგმენტებით
მოქმედების რადიუსი – 40 კმ
ფრენის სიმაღლე- 20კმ
რაკეტის ღირებულება – $ 450 000

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული