უკრაინაში მებრძოლი ქართველი, უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალისტი ვანო ნადირაძე უკრაინის არმიას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს და წერს, რომ ZSU-ს ახლა სჭირდება ერთი მასშტაბური კონტრშეტევის განხორციელება, როგორიც იყო ხარკოვის ოლქის ტერიტორიის დიდი ნაწილის გათავისუფლება:
“თუ დასავლეთმა უკრაინის დახმარება უფრო გაზარდა ,უკრაინას აქვს ადამიანური რესურსი, კიდევ დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანის გამოყვანის ფრონტზე.
მაგრამ საქმე მაგაშიც არაა: უკრაინას უკვე ჰყავს არმია, რომელიც უკვე წარმატებით იბრძვის ათი თვის განმავლობაში.
უკრაინამ ამ ათ თვეში უკვე გაზარდა ოფიცრების ახალი თაობა , რომლებიც უკვე მართავენ ჯარებს.
უკრაინას ჰყავს არმია, რომელიც ათი თვის განმვალობაში გადის სწავლებას დასავლეთის პარტნიორების დახმარებით, მარტო ბრიტანეთმა მოუმზადა ათი ათასი სახმელეთო ჯარების სპეციალისტი.
უკრაინის არმია დღესდღეობით ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში კვალიფიკაციით და გამოცდილებით.
რუსეთმა კი დამარხა თავი ჯერ კიევთან ბრძოლის დროს, შემდეგ კი ზაფხულის შეტევების დროს: ოფიცერთა ძალიან დიდი რესურსი, როდესაც ტაქტიკური წარმატებები გაცვალა ფაქტიურად სტრატეგიულ რესურსზე და დახარჯა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვერ შეავსებს. აქედან გამომდინარე მათ დარჩათ ერთადერთი გზა ,როგორმე გაწელონ ომი და გააჯანჯლონ იმის იმედად, რომ დასავლეთი დაიღალოს დახმარებით და უკრაინა აღმოჩნდეს ერთი-ერთზე რუსეთის წინააღმდეგ, ისინი ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ რომ უფრო გამძლეები არიან.
ამიტომ უახლოეს ორ თვეში უკრაინას სასწრაფოდ და გადაუდებლად ჭირდება ერთი კარგად მომზადებული და საკმაოდ დიდ მონაკვეთზე კონტრშეტევის განხორციელება, ისეთის, როგორიც განხორციელდა ხარკოვის ოლქში , რისი შესაძლებლობაც შეიარღების მხრივ ზუსტად ამ პერიოდისთვის ექნება.
ელემენტარულად ოცმა “ჰაიმარსმა” როგორ შეცვალა ფრონტზე ომის ვითარება და ეხლა რასაც მიიღებს უკრაინა ეს უკვე სულ სხვა ,დიდი დონის დახმარებაა . უკრაინა ესეთი დიდი კონტშეტევით რუსეთს დააკარგვინებს ფაქტიურად უკვე ბრძოლისუნარიანობას, რაც მთლიანად ომის წარმატებით დასრულების მომტანი გახდება.
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!”, – წერს ვანო ნადირაძე.