„თუ გერმანია არ დათანხმდება LEOPARD 2-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდებას, ჩვენ შევქმნით სახელმწიფოთა მცირე კოალიციას, რომლის წევრი სახელმწიფოები მზად იქნებიან უკრაინის არმიას ტანკები გაუგზავნონ. ჩვენ უბრალოდ არ დავაკვირდებით, თუ როგორ იცლება სისხლისგან უკრაინა. “ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ.
მორავეცკიმ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია გერმანიის ქცევა ლეოპარდის ტიპის ტანკების უკრაინისთვის არ გადაცემასთან დაკავშირებით. პოლონეთის პრემიერს არ ესმის, თუ რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ „ბერლინმა“ თვალები გაახილოს და დაიწყოს მოქმედება გერმანიის პოტენციალის შესაბამისად.
მორავეცკის განცხადებით, თუ გერმანია არ არის მზად, დამოუკიდებლად მიაწოდოს ტანკები უკრაინას, მან სხვა სახელმწიფოებს მაინც არ უნდა შეუკრას ხელები ამ პროცესში.
„უკრაინა და ევროპა ამ ომს მოიგებს, გერმანიისთან ერთად, ან მის გარეშე“, – განაცხადა მან.