fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინა გარანტირებულად მოიგებს ამ ომს, სიტუაცია ამას არ ჰგავს” – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ოლექს არესტოვიჩმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა:

“მე უკვე ოფიციალური პირი არ ვარ, შემიძლია ის ვთქვა, რაც მინდა: თუკი ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინა გარანტირებულად მოიგებს ამ ომს, სიტუაცია ამას უკვე აღარ ჰგავს, მე ასე ვერ ვიტყოდი”, – ყოფილი მრჩევლის შეკითხვა მისსავე გადაცემაში მოწვეულ პირებთან ტელეგრამ-არხმა “სობინიუსმა” გამოაქვეყნა.

ვიდეო, სადაც ოლექს არესტოვიჩი ამ ფარაზას ამბობს, ნახეთ “ალფანიუსის” ტელეგრამ-არხზე:

https://t.me/alppnews/549

შეგახსენებთ, ოლექს არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც დნეპრში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ გაკეთებულ მის განცხადეას, რომ თითქოს რაკეტის წინააღმდეგ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ იმუსავა და ის კორპუსის სადარბაზოსთან მხოლოდ ამის შემდეგ აფეთქდა, უარყოფითი რეზონანსი მოჰყვას საზოგადოებაში, განსაკუთრებით, დნეპრელებსა და დნეპროპეტროვსკის ოლქში მცხოვრებლების მიმართ.

იმ პირებს შორის, ვინც არესტოვიჩი რუსული პროპაგანდის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებასა და გახმოვანებაში დაადანაშაულა, დნეპრის მერიც იყო. არესტოვიჩმა, თავდაპირველად, სცადა განემარტა, რას გულისხმობდა განცხადებაში, თუმცა, მოგვიანებით, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული