fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სოლედარი: ოკუპანტებს სარდაფში კიბით ჩასვლა აცალეს, შემდეგ კი “დააყარეს”

სოლედარის მიმართულებაზე რომ რუსი ოკუპანტი დიდ რესუსრსს ხარჯავენ, რათა მცირეოდენ წარმატებას მაინც მიაღწიონ, უკვე ყველასთვის ცხადია. კერძო სამხედრო ჯგუფ “ვაგნერის” მეთაური, ოდიოზური ფიგურა პრიგოჟინი ამ გზით ცდილობს ვლადიმირ პუტინს დაუმტკიცოს, რომ საჭირო პერსონაა.

იმის მიუხედავად, რომ სოლედარი, პრაქტიკულად, მიწასთანაა გასწორებული, მისი აღება ოკუპანტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს. ვიდეოზე, რომლის ნახვა შესაძლებელია “ალფანიუსის” ტელეგრამ-არხზე, სწორედ ის მომენტია ასახული, როცა 20-მდე რუსი ოკუპანტი სოლედარის მიდამოებში დაზვერვის მიზნით გადის, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯგუფი ხვდება, რომ მოწინააღმდეგემ შეამჩნია, თავშესაფარში ბრუნდება.

თავშესაფარი კი ნახევრად დანგრეული შენობაა, სადაც კიბით სარდაფში ჩასასვლელი აქვთ მოწყობილი – დაბომბვის დროს იქ იყრიან თავს და ახლაც ასევე იქცევიან. უკრაინელები ამ პროცესს დრონიდან ადევნებენ თვალს და არ ჩქარობენ: ოკუპანტებს თავმოყრას აცლიან, სარდაფში კიბით ჩასვლასაც და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვება საქმეში არტილერია.

შედეგად, მინიმუმ, 20 რუსი ოკუპანტი განადგურებულია.

ვიდეო “ალფანიუსის ტელეგრამ-არხზე

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული