რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება იმ გამბედაობისთვის შეაქო, რასაც ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ზეწოლის დროს იჩენს. რუსი დიპლომატი მიიჩნევს, რომ დასავლეთი დაჟინებით სთხოვს საქართველოს, მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.
“საქართველო განიცდის ზეწოლას დასავლეთის მხრიდან, რომელიც დაჟინებით მოითხოვს, შეუერთდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეკონომიკური ინტერესებით – ეს პატივისცემას იმსახურებს“ – ლავროვი.
მან ასავე, დაამატა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში აღდგეს.