14 იანვარს დნეპრზე სარაკეტო იერიშს, რა დროსაც რუსული ფრთოსანი რაკეტა ცხრასათულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, მარიუპოლელი ნონიაშვილების ოჯახის წევრთა სიცოცხლეც ემსხვერპლა: 40 დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეს შორის არიან 19 წლის სტუდენტი ლია ნონიაშვილი, დედამისი ტატიანა და ბებია.
ეთნიკურად ქართველი ლიანა მარიუპოლში დაიბადა, სჯკოლა იქ დაამთავრა და ხარკოვში გადავიდა, სადაც ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკის, მენეჯმენტისა და საერთაშორისო ბბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ლიანა საბიუჯეტო ფორმით სწავლობდა, ამავე დროს ყავახანაში მუშაობდა.
როგორც მეზობლები და მეგობრები ამბობენ, ის ძალიან მხიარული და გულისხმიერი გოგონა იყო.
“მახსოვს, როცა კაფეში მუშაობდა, დილით, სანამ მომხმარებლები შემოვიდოდნენ, ჩვენ ხმის გამაძლიერებელს ქუჩაში, განათების ბოძზე ვაყენებდით და ქუჩაშივე ვცეკვავდით. ხალხი გვიღიმოდა და გვეუბნებოდა: “მაგრები ხართ!”, – იხსენებს ლიანას მეგობარი იაროსლავა დიკუსოვა.
ლიანა ვარსკვლავების ფოტოებს ალბომში აგროვებდა, უყვარდა ტექნო, დადიოდა საღამოებზე, უყვარდა ყავა და მხიარულება.
“ჩვენი ჰობი გამოფენებზე სიარული იყო. მომწერდა ხოლმე: “წავედით?” – და მივდიოდით, რადგან მე ვეუბნებოდი: “დიახ!”. ან კი რანაირად შეიძლებოდა ლიანასთვის გეთქვა “არა”? მიკვირდა, როგორ ასწრებდა ყველაფერს, საიდან ჰქონდა იმდენი ძალა, რომ ინსტიტუტი, სამსახური და მეგობრები ერთმანეთისთვის შეეთავსებინა…”, – ამბობს იაროსლავა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლიანას ევაკუაცია მოუწია ხარკოვიდან დნეპრში.
“მან გონება დაკარგა დაღლილობისგან, როცა ხარკოვი-დნეპრის მატარებლის პლაცკარტის ვაგონში იდგა”, – იხსენებს მისი და რუსანა.
ტატიანა, ლიანას დედა, სამხედრო პირი იყო. ის “აზოვსტალში” დარჩა, როცა ქალაქი ალყაში აღმოჩნდა. მან იქ 80 დღეზე მეტი დაჰყო, მერე კი ტყვეობაში იყო და მხოლოდ 2022 წლის 22 ოქტომბერს, ტყვეთა გაცვლის დროს დაბრუნდა შინ. ტატიანა ნონიაშვილი დაჯილდოებულია მესამე ხარისხის ორდენით “სიმამაცისთვის”.
ლიანას მამა – ზაქარია ნონიაშვილი ამ დრომდე “აზოვსტალის” ტყვეებს შორისაა – სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე კოლონიაში შეიტყო მან ცოლ-შვილის დაღუპვის შესახებ…