არა, მთლად ასე არ უთქვამს, მაგრამ თქვა, რომ ეს დასასრულის დასაწყისია რუსეთისთვის. თქვენც ხომ ის ფრთიანი ფრაზა გაგახსენდათ? ამაშია საქმე. ისე კი გირკინს, იგივე “სტრელკოვს”, ნამდილად ვერ დავუკარგავთ, რომ ამ სტატიის სათაურში გამოტანილი პირველი სიტყვის ლანდს შორიდანვე ხედავდა – “ნეზამეტნი” კი მათთვის აღმოჩნდა, ვინც რუსული სამხედრო ელიტის სათავეში ან საშუალო რგოლშია.
“მოდის, მოდის, რევოლუცია (ტანკები) მოდის” – ესეც, გირკინის გამოსვლის შინაარსის მეორე პერიფრაზი, ახლა კი ციტატა ვნახოთ:
“ეს არის უბედურების დასაწყისი… რუსეთის ფედერაციამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი ვერ გასცა, ამიტომაც, შეიძლება ვარაუდი, რომ მიწოდებები რეგულარული იქნება.
სამწუხაროდ, მტრის ჯავშანტექნიკა მრავალი პარამეტრით ჯობნის იმ ტექნიკას, რომელიც ახლა ჩვენს ჯარში აქვთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი უკრაინას ალბათ საუკეთესო მდგომარეობაში მიაწვდის.”
შეგახსენებთ, იგორ გირკინი სკანდალური, რუსეთისადმი კრიტიკული ფრაზებით გამოირჩევა. მაგალითად, ჯერ კიდევ სექტემბერში, მან ზუსტად ასე თქვა: “ომი დასრულდება რუსეთის სრული დამარცხებით… მორჩა!”