“რამშტეინის” საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე , რომელიც თებერვლის შუა პერიოდში შედგება, მთავარი საკითხი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა იქნება”- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექს რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ნიდერლანდების მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა განიხილონ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხი.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ამერიკის ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს მოკავშირებიის მიერ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას.