„გერმანიამ 19 ერთეული Leopard 2A5-ის ტიპის ტანკი, რომელსაც ბუნდესვერი სწავლებებისთვის იყენებს, დახმარების პაკეტის ფარგლებში შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს “ – ინფორმაციას გერმანული გავლენიანი გამოცემა, SPIEGEL-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ “ლეოპარდების” გადაცემაზე უარი თქვა, რასაც გერმანიის დიდ ქალაქებში, ასევე ბუნდესტაგთან, საპროტესტო აქციები და უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.