რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში რუსული საჯაერისო ფორმირებების დაჯგუფების მეთაურს გენერალ ვალერი გერასიმოვს მარტამდე დონბასის სრულად აღება დაავალა.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
იუსოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არ უწევს ანგარიშს იმას, თუ სინამდვილეში რა ხდება ფრონტზე. მისივე თქმით, პურტინის მთავარ ამოცანად რჩება უკრაინელების, როგორც ხალხისა და ერის განადგურება, ხოლო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსპობა.