18 იანვარს, ბროვარში უკრაინის შს სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 1 ბავშვია. ამ ბავშვს მილანა ერქვა და ის დედამ – ელენე პონომარენკომ დილით საბავშვო ბაღში წაიყვანა.
სამწუხაროდ, ვერტმფრენი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, საბავშვო ბაღის შენობას სწორედ იმ დროს დაეცა, როცა იქ გაცხოველებული მიმოსვლა იყო: მშობლებს შვილები ბაღში მიჰყავდათ და ტოვებდნენ.
მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღის შენობას წამოედო, ვერტმფრენი ნაწილებად დაიშალა ერთი ნაწილი ბაღის შენობის გვერდით მდგომი, 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ სადარბაზოს დაეცა.
ალექსანდრე, რომელმაც ამ ტრაგედიის დროს საყვარელი ცოლი და შვილი დაკარგა, მაშინვე მივიდა შემთხვევის ადგილას, თუმცა იმან, რაც იქ გაიგო, მხოლოდ მწუხარება და უბედურება მოუტანა…