fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ბორენკა, დარაგოი!” 65-სართულიანი მონსტრების მშენებლობამდე ტერიტორიაზე რეპრესიები დაიწყო

ის, რაც წინ უძღვის ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიის უგემოვნო, მაგრამ გრანდიოზული მშენებლობის დაწყებისთვის ნებართვის გაცემას, ყველასთვის სხვადასხვა რამეა. იმას, რაც იქ დაიწყო, სათაურში, “რეპრესიის” ნაცვლად, ალბათ, “წმენდა” შეესაბამეა, მაგრამ “რეპრესია” ვარჩიეთ, რომ ტერიტორიის წმენდაში არ აგრეოდათ მაგალითად, “ლაგუნა ვერეს” 70-ს გადაცილებული დარაჯისთვის ის რეპრესიაც აღმოჩნდა და დაცინვაც:

მას შემდეგ, რაც დარაჯმა შიდა, უცხო პირთათვის შესვლის აკრძალვის ზონაში მყოფი “ლაგუნა ვერეს” შიდა, გაპარტახებულ ტერიტორიაზე კამერები შეუშვა და გულახდილად ჰყვებოდა, რომ უზარმაზარი რკინის ნაკეთობები იყო და ყველა ჯართში ჩააბარეს, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიიღეს. ეს – რეპრესიაზე.

იმ დღეს კი, როცა დარაჯი კომპლექსში ნივთების წამოსაღებად მივიდა, “მთავარი არხი” მისი ბედით დაინტერესდა, რომელსაც ვერ დაუმალა, რომ სამსახურიდან მოხსნეს, მაგრამ მიზეზად კამერების დაშვება არ დაუსახელებია. მოხუც კაცს იმდენად დასცინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მერეც კი, კამერასთან, წარმოუდგენელი რამ ათქმევინეს:კარგად შედუღაბებული რკინის სკამები, რკალისებური კონსტრუქციები, რომელთაც ორმაგი დუღაბი და საქმის კარგად სცოდნა სჭირდება, თურმე ნუ იტყვით, 2013 წელს მანდ ჩამოვილ მდიანარე ვერას წაუღია და მტკვრისთვის მიურთმევია საჩუქრად.

როგორც ჩანს, მტკვარს რკინის ნაკეთობები უყვარს და არა პლასტმასის, რადგან ადიდებულმა მდინარემ პლასტმასის ნაკეთობები არათუ არ წაიღო, ზედაც არ შეხედა და არც კი მოურყევის.

“ღამის მთავარზე”, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში, ჟურნალისტმა ნინუცა კეკელიამ ამ მშენებლობის უკან რუსული კავშირებისკენ მიმავალი, ცუდად დაფარული ბილიკები, ანუ “ბორინკა, დარაგოი!” დაინახა.

სიუჟეტი “მთავარ არხზე”, სრულად

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული