fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ბახმუტთან ტანზანიელი, “ვაგნერის” წევრი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში, ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების დროს მოკლეს ტანზანიის მოქალაქე, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა.

უფრო კონკრეტულად, მოკლულია 33 წლის ტანზანიის მოქალაქე ტარიმო ნემესი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი “ვაგნერმა” გადაიბირა და ომში წასვლაზე დაითანხმა, – ინფორმაცია BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რამდენიმე დღის წინ მოკლეს ასევე ერთი ოსი და 5-ზე მეტი აფხაზი ბოევიკი. აფხაზი ბოევიკები შენაერთ “პიატნაშკას” წევრები იყვნენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული