fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

21-ე საუკუნის ჯარისკაცის მამა: არჩილ ხოფერია უკრაინაში, ოკუპანტებთან საბრძოლველად წავიდა

უკრაინაში დაცემული ჯამბულათ ხოფერიას მამა – არჩილი უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა, – ეს მისი მეორე ომია, სადაც ის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოლებს: არჩილ ხოფერია რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთის რეგიონშიც იბრძოდა.

თვითონ ჯამბულათს სახელი ბიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარქვეს, რომელიც 1993 წელს, აფხაზეთში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაეცა.

აფხაზეთში ბრძოლის დროს არჩილ ხოფერიას ინტერვიუ არაერთ საარქივო ვიდეომასალაშია დაცული. ერთ-ერთში ის ამბობს:

ეს საქართველოს ომი არაა, საქართველოს ეს ომი არ აინტერესებს, აქ არიან ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ვაჟკაცები, ზოგი დაჭრილი, ზოგი მწყობრიდან გამოსული, მაგრამ მაინც იარაღით ხელში დგანან და იცავენ ქართულ მიწას”.

25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში 1 დეკემბერს დაიღუპა, ის საქართველოში ჩამოასვენეს და 10 დეკემბერს, მშობლიურ სოფელ გვიმბალაურში, ლანჩხუთის რაიონში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული