ყირიმი 2023 წლის აგვისტოსთვის იქნება დეოკუპირებული, – ამის შესახებ ევროპაში ნატოს სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა და ახსნა რატომ იწელება დრო – იმიტომ, რომ უკრაინელებს ჯერ არა აქვთ ATACMS-ის შორსმფრეენი რაკეტები:
“ახლა რომ უკრაინელებს შორსმფრენი ATACMS-ის რაკეტები ჰქონდეთ, მათ უკვე დღეს შეეძლებოდათ დაებომბათ ყველა რუსული სამხედრო შტაბი, სატრანსპორტო კვანძი თუ საბრძოლო მასალების საწყობი ყირიმში, და ეს ნახევარკუნძულს რუსული სამხედრო შენაერთების ყოფნისთვის გამოსადეგარს გახდიდა”, – განაცხადა ჰოჯესმა.