fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინა მიიღებს 28 კმ რადიუსში მოქმედ “ჭკვიან ბომბებს” – მახასიათებლები

აშშ აპირებს, უკრაინას „ ჭკვიანი საავიაციო ბომბების“ კომპლექტი გადასცეს, – წერს THE WASHINGTON POST.

საუბარია JDAM ( JOINT DIRECT MUNITION) -ის მოდულებზე რომელიც უმართავ საავიაციო ბომბებს ( ძველ ამერიკულ MK-84/MK-83/MK-82-ის თავისუფალ მართვად ბომბებს) გარდაქმნის მართვად საავიაციო ბობმებად, რის ფონზეც ისინი იღებენ ახალ კლასიფიკაციას – GBU-31/GBU-32/GBU-38. JDAM-ის მოდულებით აღჭურვილ საავიაციო ბომბებში ინტეგრირებულია ინერციული და GPS დამიზნების სისტემა, რომლის დახმარებითაც ბომბის მოქმედების რადიუსი შეადგენს 28კმ-ს.

დიდი ალბათობით, აღნიშნულ საავიაციო ბომბების გამოყენებას უკრაინელები მას შემდეგ შეძლებენ, რაც მათ საავიაციო პარკზე ( SU -25; SU-27/MIG-29; Su-24m) მოხდება ცეცხლის მართვის სისტემისა ( ბორტკომპიუტერისა და სხვადასხვა თანამედროვე ციფრული მოდულების ინსტალაცია) და ახალი პილონების დაკიდება, რომლის ფონზეც უკრაინული ავიაცია შეძლებს JDAM-ის ტიპის GPS-ით მართვადი სხვადასხვა წონის მქონე ბომბების წაღებას – საუბარია GBU 38-ებზე; GBU-32/35 და GBU 31-ებზეც კი, რომლის წონა 900კგ-ია და ტვირთამწეობიდან გამომდინარე მატარებლად უკრაინელთა SU-24M-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენები შეიძლება მოვიაზროთ.

ამგვარად, უახლოეს თვეებში უკრაინის ავიაცია აღიჭურვება ზუსტი დამიზნების მართვადი ბომბებით, რომელთა აქტიური გამოყენებაც, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე კარდინალურად შეცვლის არსებულ რეალობას.

პ.ს 2022 წლის მონაცემებით, 500 000-მდე JDAM-ის GPS-ით მართვადი საავიაციო ბომბია წარმოებული. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული