fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უხილავი ომი ცნობიერებისთვის

ეს ომი არც 2022 წელს დაწყებულა  და არც 2014 წელს. მეტიც, ის 1992 წლის აფხაზეთის ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ეს არის გონების, ცოდნისა და ცნობიერების  ომი.

გვინდა თუ არა, ყველა, ვინც ახლა იარაღით ხელში არ იბრძვის, ისიც კულტურული და საინფორმაციო ომის მონაწილეა.

სანამ არ გავიმარჯვებთ – ჩვენ და თქვენ, ქართველები და კიდევ ბევრი მოსკოვის მიერ კოლონიზებული ერი – ჩვენი შთამომავლები თავისუფლად ვერ იცხოვრებენ. ვერ შეძლებენ.

ამ ვიდეოში ვისაუბრებთ აშკარა რუსული პროპაგანდის ნარატივებზე, აუცილებელ რეფლექსიასა და გადააზრებაზე:

 ✔️ რატომ არის ომი არა «პუტინის», არამედ «რუსეთის»?

 ✔️ როგორ დავამარცხოთ რუსეთი?

 ✔️ რატომ არის მნიშვნელოვანი მენტალურ ოკუპაციაზე საუბარი?

 ✔️ როგორ წარმოშობს რუსული კულტურა და ლიტერატურა იმპერიალიზმს რუსებისთვის და არასრულფასოვნებას დამონებული ხალხებისთვის?

ასევე: 

 ✔️ ყველაზე საშიში – ფარული პროპაგანდის შესახებ (ღირებულებებით მანიპულირება და ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანიდან).

 ✔️ რუსების კოლექტიური გამოცდილებისა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაანალიზების შესახებ.

 ✔️ ეგრეთ წოდებული «კარგი რუსების» შესახებ, რომლებმაც ახლახან გაიგეს რუსეთის ომის შესახებ საქართველოში.

 ✔️ მობილიზაციისგან მასობრივად გაქცული რუსების, როგორც საქართველოს მენტალური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის საფრთხის, შესახებ.

ჩვენ საერთო პრობლემები გვაქვს, რადგან საერთო მტერი გვყავს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული