fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სარაკეტო იერიში რუსეთმა, შესაძლოა, დღესაც გაიმეოროს, – იური იგნატი

რუს ოკუპანტებს უკრაინის ობიექტებზე მასობრივი საჰაერო დარტყმებისთვის ჯერაც აქვთ საკმარისი რესურსი, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, თვითმფრინავები მათ ჯერაც საკმარისად აქვთ. საუბარია არა მხოლოდ Ту-95-ებზე, არამედ Ту-160-ებზეც. ერთ Ту-95-ს შეუძლია იყოს რვა რაკეტის მატარებელი, ისინი კი რუსეთს მრავლად აქვს. საუბარია ათეულობით ასეთ თვითმფრინავზე, ამიტომაც, იმის თქმა, რომ რუსეთს უკვე არ შეუძლია დარტყმების განხორციელება, არ არის მართებული. კურსკის აეროდრომი დიდია, მისთვის მიყენებული ზარალი კი, ვფიქრობ, მინიმალური (შეგახსენებთ, დღეს დილით კურსკის სამხედრო აეროდრომი, წინასწარი ინფორმაციით, უკრაინელებმა დაბომბეს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს მესამე რუსული სამხედრო აეროდრომია, რომელიც უკრაინელთა სამიზნე გახდა)”, – განაცხადა იგნატმა.

ამასთან, იური იგნატმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთმა სარაკეტო იერიში დღეს, 6 დეკემბერს გაიმეოროს:

“შეუძლიათ, დღესაც გაიმეორონ: პირველ რიგში იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალების დღეა, ამას გარდა, ვხედავთ ტენდენციას, რომ 10-11 ოქტომბერს, ასევე 17-18 ოკტომბერს იერიში იყო, ძირითადად, ერთი დღის განმავლობაში, მეორე დღეს კი, მართალია, შედარებით ნაკლებად მასშტაბური, მაგრამ იერიში მაინც იყო”. – ამბობს იური იგნატი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული