SBU-მ დაასრულა კონტრდაზვერვითი სამუშაოები მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიაში.
უკრაინის უშიშროების სამსახური ხერსონის, ჩერკასის, ჟიტომირისა და ვოლინის ეპარქიებში იყო შესული.
ეპარქიების რეზიდენციებში ნაპოვნია რუსული პასპორტები, “რუსეთის ფედერალური მრჩევლის” საშვები, “ნოვოროსიის” დროშები, ლოცვის ტექსტები აგრესორი ქვეყნის გამარჯვებისთვის და რუსული “სახელმძღვანელოები”, რომლებშიც კრემლის რეჟიმია განდიდებული, ასევე რამდენიმე “ისტორიული” ბროშურა, სადაც ყირიმი რუსეთის განუყოფელ ნაწილადაა მოხსენიებული. სავარაუდოდ, ამ ბროშურებს ლიტურგიების შემდეგ მრევლს ურიგებდნენ.
