fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსული KA-52 ზაპოროჟიეში,”მეგობრული ცეცხლის” შედეგად ჩამოვარდა

ალფა-სიხშირის FACEBOOK გვერდსა და ტელეგრამ არხზე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტების ჩამოგდებული KA-52-ის ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენის ფოტოები ასახავდა 4 დეკემბერს ჩამოგდებული ამავე ტიპის აპარატს, რომლის განადგურების ვიდეოკადრები საყოველთაო იყო ცნობილი ( 4 დეკემბერს აღნიშნული ვიდეოკადრები ჩვენც გამოვაქვეყნეთ)

რეალურად კი, საქმე სხვაგვარადაა – დეკემბრის დასაწყისში ოკუპანტების KA-52-ის ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი ზაპოროჟიის ოლქში „მეგობრული ცეცხლის“ მსხვერპლი გახდა- PANTSIR S1-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსმა ღამის საათებში ჰაერში ობიექტი დააფიქსირა, რომელიც უკრაინული სამიზნე ეგონა- საბედნიეროდ კი მათ საკუთარი საბრძოლო ვერტმფრენი გაანადგურეს.

 უკვე ოფიციალურად – საფრენი აპარატების განადგურების ამსახველი, დოკუმენტირებული ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე ცნობილია, რომ რუსეთმა როგორც მინიმუმ 29 ერთეული ( რეალურად კი, 40-მდეც) KA-52-ის ტიპის ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი დაკარგა. ომამდე რუსეთს 133 KA-52 ჰქონდა აქტიურ სერვისში.

გამოგვყევით ტელეგრამზე: https://t.me/alppnews

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული