fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რუსეთის სიღრმეში შეტევის დროს, დრონები იქვე მყოფმა უკრაინის სპეცრაზმმა “დააკვალიანა”

უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც რუსულ სამხედრო აეროდრომებს შეუტიეს რიაზანისა და სარატოვის ოლქებში, უკრაინის ტერიტორიიდან იყო გაშვებული, – ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

გამოცემა რუს მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 5 დეკემბერს უკრაინამ “ომის 9 თვის განმავლობაში თავისი ყველაზე სასტიკი ოპერაცია განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე”.

რაც მთავარია, მინიმუმ, ერთი დარტყმა მაინც უკრაინული სპეცრაზმის დახმარებითა და დრონების მიზანზე გაყვანით მოხდა და აიმ დროს სპეცრაზმი რუსულ ბაზასთან ახლოს იმყოფებოდა.

“ამ დარტყმებმა აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის სიღრმეშიც შეუტიოს სამხედრო ობიექტებს, ძალიან შორ მანძილზეც კი”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს, დილით, სარატოვის ოლქის სამხედრო აეროდრომ Энгельс-1-ის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე უცნობი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული