fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რეაქციები მიხეილ სააკაშვილის პერსონალური კადრების გასაჯაროების შემდეგ

პენიტენციური სამსახურის მიერ, “ვივამედში” მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური კადრების გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ენმ-ის ფრაქციის სამმა წევრმა: ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტის სხდომათა დარბაზთან შიმშილობა დაიწყეს, საზღვარგარეთ მისი დაუყოვნებელი გადაყვანის მოთხოვნით.

განცხადებები გააკეთეს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატმა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტომ კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლა დაიწყო.

პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც კადრები გაასაჯაროვა, ეს ნაბიჯი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. ამასთან, მესამე პრეზიდენტის კადრები გაავრცელეს სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა. ერთ-ერთმა ასეთმა არხმა კადრები გამოაქვეყნა ჰედლაინით: “სიმულიანტი მიშა”.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ კადრების გამოქვეყნებაში კანონდარღვეას ვერ ხედავს, ხოლო თავად კადრებთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ადამიანი, რომელიც ატერორებდა მოსახლეობას”, ახლაც იგივეს აგრძერლებს, უკვე სამედიცინო პერსონალის მიმართ. “ქართული ოცნების” სახეები მიიჩნევენ, რომ დაირღვა არა ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან “ვივამედის” მედპერსონალის უფლებები (კადრებში ჩანს მესამე პრეზიდენტის, სავარაუდოდ, ვერბალური აგრესია მათ მიმართ).

პარლამენტის წევრები, რომლებმაც კადრების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს შიმშილობა, აცხადენ, რომ ენმ-ის ფრაქციაში, პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, შიმშილობა სამი წევრის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არა ფრაქციის.

“შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული.

“მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვის და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ,” – წერს სააკაშვილი.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პენიტენციური სამსახურის მიერ, გუშინ გამოქვეყნებულ კადრებს აფასებს და ამბობს, რომ უკვე მესამედ აიძულეს იუსტიციის სისტემა,  ჩანაწერები გამოექვეყნებინათ. 

ის კადრები, რომელიც წარმოდგენილი იქნა, ასახავს სწორედ ამ 2 თვის წინანდელ პერიოდს, დასაწყისს ამ პერიოდისა, რომელიც ბუნებრივია დღეს არსებულისგან სრულიად განსხვავებულია.

12 დეკემბრის კადრები მთლიანი ჩანაწერის დაახლოებით 4%-ია, დაახლოებით 20 წამი ეთმობა ამას. შესაბამისად, არც რაიმე სიმულირებას აქვს ადგილი. იმ საჯარო ინტერესის მოთხოვნა, რომელიც მითითებული არის ვიდეოს აღწერაში, ბუნებრივია, ვერ აკმაყოფილებს.

თანხმობა რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის იერ ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არც უფლებადარღვევა არ იარსებებდა, მაგრამ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი თანხმობა არ არსებობდა,” – განაცხადა სახალხო დამველის მოდგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

დღეს განცხადებები აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმაც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული