fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის შესახებ: ვინ რა პოზიციაზეა და რას უნდა ველოდეთ

უკვე მეხუთე დღეა, საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს ოთხი დეპუტატი, რომელთაგან ერთს – აბდულა ისმაილოვს დღეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დანარჩენი სამი დეპუტატი აცხადებს, რომ იშიმშილებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო ენმ-სპოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ კოლეგების პროტესტის აქტს, შიმშილობას აფასებს, თუმცა მათ მოსანახულებლად პარლამენტში “ბევრი მიზეზის გამო” ვერ მივა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მელია აღნიშნავს, რომ მის თანაგუნდელებს კომუნიკაციის სხვა გზებით ეკონტაქტება.

საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით მუმლაძე, მიხელ სააკაშვილის ძმა – დავით სააკაშვილი, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და სხვები. “მიშას არ მოგაკვლევინებთ!” – ეს იყო აქციის მთავარი დევიზი, კოტე ყუბანეიშვილმა კი საქართველოში “ჰუდზე კაცი” მოითხოვა.

მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აღშფოთება 14 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის “ვივამედის” პალატაში ყოფნისას, მისი პერსონალური კადრების გამოქვეყნებამ აღაშფოთა. კადრები პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა და ხელისუფლების სახეებმა მის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობასა და მედოპერსონალის ტერორში დაადანაშაულეს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატი და მესამე პრეზიდენტის მომხრეები კი აცხადებენ, რომ კადრების გამოქვეყნებით დაირღვა მიხეილ სააკაშვილის უფლებები – ადვოკატმა სარჩელიც შეიტანა.

ვიდეო, რომელსაც არ ახლავს ხმა, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.

რატი ბრეგაძემ კადრების გამოქვეყნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა, მოგვიანებით კი “მთავარმა არხმა” მოამზადა სიუჟეტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ კადრები სათვალთვალო კამერიდან ამოკრტებულია მხოლოდ ერთ დღეს, 4 ოქტომბერს, როცა მესამე პრეზიდენტი განსაკუთრებით ცუდად გრძნობდა თავს, ხოლო მისი გამოქეყნებით, ხელისუფლებამ შექმნა სურათი, თითქოს მიხეილ სააკაშვილის კადრები სხვადასხვა დღეებშია გადაღებული და რომ თითქოს საქართველოს მესამე პრეზხიდენტი მუდმივად ასეთი აგრესიული და არაადფეკვატურია, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე. არსებობს ვერსია, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

“სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც, რომლის კონსილიუმის აზრით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიას ეკუთვნის და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ამას კი ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის საკითხის ღიად დატოვება, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი ორივე მხარეს მოუწოდებს, დაელოდოს 22 დეკემბერს, როცა სასამართლო საბოლოოდ გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს და იმოქმედონ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული