fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ნეაპოლში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ქალს მობილური წაართვა

 ნეაპოლში 23 წლის ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გუშინ საღამოს პოლიციის პრევენციის სამსახურის თანამშრომლებმა, ტერიტორიის კონტროლის დროს, ნეაპოლში შენიშნეს ქალი, რომელიც მისდევდა კაცს, რომელმაც მისი თქმით, ტელეფონი წაართვა.გამოცემა წერს, რომ პოლიცია დაეწია და დააკავა დამნაშავე, რომელსაც მობილური ტელეფონი თან ჰქონდა.

იტალიური მედიის ცნობით, ქურდობის ბრალდებით დააკავეს 23 წლის ქართველი, ხოლო მობილური ტელეფონი მფლობელს დაუბრუნეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული