fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მელიტოპოლი: პირდაპირი მოხვედრება ოკუპანტთა ბაზაზე

ორშაბათს, გვიან ღამით, ოკუპირებულ მელიტოპოლში, ორგან გაისმა მძლავრი აფეთქების ხმა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფიოდოროვმა დაწერა.

“ქალაქის რამდენიმე ადგილას მძლავრი აფეთქების ხმა ისმოდა. სავარაუდოდ, ოკუპანტებმა საახალწლო სალუტების მზაობა შეამოწმეს”, – ირონია ვერ დამალა მელიტოპოლის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ამავე დროს, ადგილობრივი გამოცემა “რია მელიტოპოლი” წერს, რომ აფეთქებები რუსი ოკუპანტების ბაზირების ადგილებში ისმოდა:

“აფეთქებები ისმოდა ორი რაიონიდან, სავარაუდოდ, პირდაპირი მოხვედრება გვაქვს რუსი ოკუპანტების ბაზირების ადგილზე”, – წერს გამოცემა, რასაც კომენტარებში ადგილობრივი მცხოვრებლები ადასტურებენ.

შეგახსენებთ, მელიტოპოლში უკრაინელი პარტიზანები ყველაზე აქტიურად მოქმედებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ ოკუპირებულ ქალაქში სამი კოლაბორანტი მათსავე მანქანებში ააფეთქეს.

ჩვენი ინფორმაციით, მელიტოპოლში მოქმედ პარტიზანებს ქართველი კურატორი ჰყავს და პარტიზანულად იქ ქართველ მებრძოლთა ჯგუფიც მოქმედებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული