fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ბახმუტის მიმართულება ოკუპანტთა ცხედრებითაა მოფენილი, “ვაგნერი” უკან იხევს

ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინელმა მებრძოლებმა უკანასკნელ 24 საათში 90-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს, 100-მდე კი დაჭრეს- ნათქვამია უკრაინის აღმოსავლეთის ჯარების სარდლობის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ამ მიმართულებაზე ოკუპანტებს, ძირიტადად, “ვაგნერელები” და კადიროველები ჰყავთ ჩართული, თუმცა, დამოუკიდებელი, ნეიტრალური წყაროები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს აკვირდებიან, “ვაგნერის” დიდ დანაკარგებზე ავრცელებენ ინფორმაციას:

“ვაგნერის სამხედრო დაჯგუფების დიდი დანაკარგების გამო, ბახმუტთან რუსული ჯარების შეტევის ტემპი შემცირდა. რუსებს ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის აღება სურთ” – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ( ISW)

ნოემბერსა და დეკემბერში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოქტომბერთან შედარებით გაცილებით ნაკლები შეტევა განახორციელეს ბახმუტის რაიონში. რუსეთის ძალებს, გაუჭირდებათ შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება და შესაძლოა, შეეცადონ ბრძოლის ველზე პაუზის აღებას.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინელმა სამხედროებმა უამრავი “ვაგნერელი” დაატყვევეს.

შეგახსენებთ, ბოლოს გავრცელებული ცნობების მიხედვით, კერძო სამხედრო ჯგუფ “ვაგნერში”, რომელსაც პუტინის მეგობარი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს, 50.000 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 10.000-მდე სამხედრო კონტრაქტით, ხოლო 40.000 ყოფილი პატიმარი, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ციხეში იხდიდნენ სასჯელს და იქ “დაავერბოვკეს”. ამას გარდა, ცნობილია, რომ კიევის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში, პრიგოჟინი თვეში 100 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს.

იმის დამადასტურებელი კადრები, რომ ბახმუტის მიმართულებაზე ოკუპანტებს საქმე ძალიან ცუდად მისდით და რომ იმ მხარეს დაუსახლებელი ადგილები ოკუპანტთა ცხედრებითაა მოფენილი, უკრაინელმა მებრძოლებმა გამოაქვეყნეს. კადრები დრონითაა გადაღებული და, სენსიტიური შიგთავსის გამო, ფოტოების ნახვა შესაძლებელია “ალფანიუსის” ტელეგრამ-არხზე:

https://t.me/alppnews/246

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული