fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

10 გენერალი გავათავისუფლე, ერთმა თავი მოიკლა – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი “ეკონომისტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ 10 გენერალი გაათავისუფლა, რადგან მათ “ვერ გაქაჩეს”, ხოლო ერთმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“ადამიანად დარჩენა ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი და ეს ყველაზე მთავარია. ომის დაწყებიდან მე 10 გენერალი გავათავისუფლე, რადგან “ვერ გაქაჩეს”… კიდევ ერთმა თავი მოიკლა”, – თქვა გენერალმა გამოცემასთან საუბრისას.

გამოცემა ვალერი ზალუჟნის აღწერს, როგორც როგორც ახალგაზრდა გენერალს, რომელიც არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში და ამის გამო, უკრაინულ არმიაში არ დამკვიდრებულა მეთაურის საბჭოთა-სამხედრო “კულტურა”, რომელიც მორჩილებას ახალისებდა და ინიციატივას ახშობდა.

ამავე ინტერვიუში ვალერი ზალუჟნიმ საკმაოდ სკანდალური ფრაზა გააჟღერა: “მტერი რუსი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, ვინც მტერია, უნდა მოკლა. უბრალოდ, უნდა მოკლა და ამის არ უნდა გეშინოდეს”, – თქვა მან.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული