fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

აშშ ჯერჯერობით არ აპირებს, გადასცეს უკრაინას Patriot სისტემები – პენტაგონი

პეტ რაიდერმა, პენტაგონის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ, ჯერჯერობით, არ აპირებს გადასცეს უკრაინას Patriot სისტემები.

“ჩვენ ჯერჯერობით არ ვაპირებთ “პატრიოტის” ბატარეების გადაცემას უკრაინისთვის. მაგრამ ჩვენ გავაგრძლებთ ამ დისკუსიას”, – თქვა მან ბრიფინგზე.

ამავე დროს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ კონცენტრირებულია, რათა უკრაინას მიაწოდოს უფრო ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. მართალია, ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ამ სისტემებში “პატრიოტს”, მაგრამ დაამატა, რომ აშშ მუშაობს, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ “ყველაზე ეფექტური სისტემები იმ საფრთხესთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დგანან”.

აჟიოტაჟს უკრაინისთვის “პატრიოტების” შესაძლო გადაცემის შესახებ, რა თქმა უნდა, მყისიერად გამოეხმაურა რუსეთიც. დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ აშშ გადაწყვეტს უკრაინას მიაწოდოს “პატრიოტის” სისტემები, ისინი აუცილებლად გახდებიან რუსეთის სამიზნე.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული