fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ვინ არის სანდრო ინასარიძე, რომელიც ყირიმის ხიდის ტერაქტის ФСБ-სეულ ვერსიაში ფიგურირებს

ФСБ-მ გამოაქვეყნა გამოძიების დეტალები ყირიმის ხიდზე მომხდარი დივერსიულ-ტერორისტული აქტის შესახებ და მის მოწყობასა და ორგანიზებაში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა.

ამასთან, დასახელებული არიან სხვადასხვა რგოლში და სხვადასხვა ეტაპზე ამ ტერაქტის მონაწილეებიც, რომელთა შორისაც საქართველოს მოქალაქე, ვინმე სანდრო ინასარიძე და ბროკერი “ლევანი” ფიგურირებენ. დასახელებული არიან ასევე, სამი უკრაინისა და ერთი – სომხეთის მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების მიხედვით, ტერაქტში ორი ტრაილერი მონაწილეობდა.

გამოძიების ვერსიით, პირველმა მანქანამ, ქართული სახელმწიფო ნომრებით, ტვირთი ბულგარეთიდან ფოთის პორტში ჩაიტანა, საიდანაც მანქანა სომხეთში გადავიდა და ტვირთი განბაჟდა.

საერთო ჯამში მანქანაში 22 ე.წ. “პოდონი” და 9 ხვეული იყო. ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამალული, რომ რენტგენის მოწყობილობას ვერ უნდა გამოევლინა.

ამის შემდეგ კი მანქანა სომხეთიდან საქართველოში დაბრუნდა და რუსეთის საზღვარი ზემო ლარსთან გადაკვეთა, ჩავიდა არმავირში, სადაც ტვირთი დაცალა და დაბრუნდა საქართველოში. არმავრიდან ტვირთი მეორე ტრაილერმა ჩაიტვირთა და სწორედ ეს მანქანა აფეთქდა ყირიმის ხიდზე.

ოფიციალური მონაცემებით, ტერაქტის დროს ყირიმის ხიდზე 5 ადამიანი დაიღუპა – მანქანაში მსხდომები, რომლებიც ტრაილერთან ახლოს მოძრაობდნენ. დაღუპულთაგან ორი ოჯახური წყვილია.

დივერსიულ-ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა უკრაინას არ აუღია, ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება რუსეთში, ძალოვან სტრუქტურებს შორის გავლენების გადანაწილების შედეგია.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული