fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინა ცის დახურვას აანონსებს – რას ნიშნავს და როდის მოხდება ეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა უკრაინის თავზე ცის დახურვა დააანონსა და ამ განცხადების საფუძვლად “რამშტეინის ჯგუფის” მორიგი შეხვედრა დაასახელა, სადაც პრიორიტეტულად განიხილეს, როგორ შეიძლება უმოკლეს ვადებში მიაწოდონ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები (ჰსთს).

“რამშტეინის” შეხვედრა ჩვენთვის ისტორიულია, რადგან იქ ცის დახურვა განიხილება”, – წერს ის “ტვიტერზე”.

ჰსთ სისტემების უკრაინისთვის სასწრაფო წესით მიწოდების საკითხი რუსეთის მხრიდან “სარაკეტო ტერორად” წოდებული მასირებული სეტევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რა დროსაც რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ამოიღო მიზანში. მართალია, უკრაინაში “მოფრენილი” ფრთოსანი რაკეტების 50%-მდე არსებულა ჰსთ სისტემებმა გაანადგურა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის უკვე ცნობილია რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ერმაკმა ესოდენ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა:

საფრანგეთი უკრაინას 3 ერთეულ LRU РСЗО (მოდერნიზებული M270).

გერმანია უახლოეს დღეებში გაუგზავნის თვითმავალ საარტილერიო მოწყობილობა Panzerhaubitze 2000 და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა Mars-2-ს.

კანადა უკრაინას 500 ათას ზამთრის სამხედრო ტანსაცმელს მიაწვდის, ასევე, საარტილერიო ჭურვებსა და კავშირის საშუალებებს.

ჰოლანდიისგან უკრაინა 15 მლნ. ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს მიიღებს.

ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მაქსიმალურად სწრაფად მიაწვდის. ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე ისაუბრა. 

“თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს კიევს იმ სისწრაფით მივაწვდით, რამდენადაც  ფიზიკურად შესაძლებელი იქნება მათი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატანა. ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ. ჩვენ ვაპირებთ მივაწოდოთ სისტემები, რომლითაც აშშ-ა აღჭურვილი, რომელიც გერმანიის მსგავსი ქვეყნებისთვისაა ხელმისაწვდომი. 

ჩვენ ასევე ვეცდებით უკრაინას დამატებით აღჭურვილობაც მივაწოდოთ იმ სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები ახლა ბრძოლის ველზე იყენებენ”. – თქვა ოსტინმა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება, ლამის ფართომასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდანვე ითხოვს იმას, რასაც ახლა მოკავშირეები აპირებენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული