fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ტიუმენში ქალმა სასამართლოს დაუმტკიცა, რომ ფრაზაში «Нет в***е» იგულისხმა «Нет вобле»

ტიუმენის სასამართლომ გაამართლა 1992 წელს დაბადებული ალისა, რომელსაც სამართალდამცველებმა “არმიის დისკრედიტაციის” ბრალდება წარუდგინეს და რომელმაც განაცხადა, რომ ასფალტზე დაწერილ ფრაზაში «Нет в***е» არა ომი, არამედ ვობლა იგულისხმა. ის ჯარიმასაც გადაურჩა და ჩამორთმეული ლურჯი ცარცის კოლოფიც დაიბრუნა.

ქალი ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ქალაქის ცენტრში, ასფალტზე, ლურჯი ცარცით დაწერილ ფრაზაში სწორედ თევზის იმ სახეობის სახელწოდება იგულისხმა, რომლის მიმართაც განსაკუთრებული მიუღებლობა გააჩია.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ საპირისპიროს დამტკიცება ვერ შეძლო და გოგონა დარბაზიდან გაათავისუფლა, ფრაზა «Нет вобле» კი მიმების საგნად იქცა.

ინტერნეტში გამოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილებით ინსპირირებული, პოპულარული ფილმებისა და წიგნების ინტერპრეტირებული დასახელებები: “ვარსკვლავური ომების” ნაცვლად “ვარსკვლავური ვობლები”(«Звёздные воблы») და “ომი და მშვიდობის” ნაცვლად “ვობლა და მშვიდობა”.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული