უფელმა მღვდელმსახურმა რუსი მობილიზებულები ცხედრებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პაკეტებში ჩასხმული წყლით მონათლა.
ეს სიმბოლური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მღვდელმსახური ტყეში განთავსებულ მოსამზადებელ ბაზაზე, იმ მობილიზებულთა დასალოცად და საკურთხებლად მივიდა, რომლებიც ომში წასასვლელად ემზადებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ მათგან ორი მონათლული არ იყო და ორივემ სურვილი გამოთქვა, ქრისტიანული წესით მონათლულიყვნენ. მღვდელმსახურმა წყალი კი აკურთხა, მაგრამ რახან ირგვლივ წყლისთვის განკუთვნილი სხვა ჭურჭელი არ იყო, წყალი ცხედრებისთვის განკუთვნილ ორ პაკეტში ჩაასხეს: ერთში მღვდელმსახურმა მონათლულებს თავი სამჯერ ჩააყოფინა, მეორით კი ისინი და სხვები “აკურთხა”.

