fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“პუტინი ვერ დააჭერს ერთ ღილაკს აპოკალიფსის დასაწყებად” – ბირთვული შეიარაღების ექსპერტი

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მყისიერად მიიღებენ ინფორმაციას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, რადგან კონტროლის ტექნიკური საშუალებები და სადაზვერვო ქსელი შესაძლებელს ხდის ზუსტი მონაცემების გარკვევას, რაც შეუძლებელს ხდის ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება შეინიღბოს. ამის შესახებ The Insider-თან საუბარში ბირთვული სარაკეტო შეიარაღების ექსპერტმა, სამხრეთის მანქანათმშენებლობის ქარხნის რაკეტების დიზაინის ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე კოჩეტკოვმა განაცხადა.

კოჩეტკოვის თქმით, ბირთვული ქობინები, ნაღმები, ჭურვები და ავიაბომბები სპეციალურ გრძელვადიან შესანახ საცავებშია განთავსებული- შესაბამისი ტემპერატურის პირობებში. თუ ეს ტემპერატურა სცილდება საზღვრებს, მაშინ ბირთვული იარაღის საიმედოობა ვერ იქნება გარანტირებული. რუსეთი ასეთი იარაღების დიდ ნაწილს ინახავს ციმბირში, საიდანაც მათი ტრანსპორტირება დასჭირდება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბირთვული საბრძოლო მასალის ( ქობინის) ამოღება გრძელვადიანი საცავიდან ხდება შემდეგნაირად- მათ სპეციალურ კონტეინერში ათავსებენ და გადააქვთ ძლიერი დაცვის ქვეშ შესაბამის პოზიციაზე, მაგალითად ბირთვული ავიაბომბის შემთხვევაში ეს შესაძლოა, რომ იყოს აეროდრომი, ან თუ სარაკეტო პოზიციაზე მიაქვთ მაგალითისთვის ეს შესაძლოა იყოს ისკანდერის ტიპის სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც შეეძლება ბირთვულქობინიანი რაკეტის გასროლა შესაბამისი მიმართულებით.

გარდა იმისა, რომ ქობინი უნდა იქნას გრძელვადიანი საცავიდან ამღებული, უნდა მოხდეს გადატანა გაშვების ადგილზე, ქობინი უნდა მიმაგრდეს რაკეტაზე ან ჩაიტვირთოს ავიაბომბი თვითმფრინავზე, რაც თავის მხრივ შეუმჩნეველი ვერ იქნება უცხოური ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისთვის- სატელიტებისა და საჰაერო თვალთვალის საავიაციო საფრენი აპარატებისთვის. ასევე ატომურ თავდასხმამდე რუსეთის ატომური ძალები უნდა იყვნენ არა მაღალ მზადყოფნაში, არამედ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.

„ პუტინი ვერ დააჭერს ერთ ღილაკს აპოკალიფსის დასაწყებად. არსებობს მრავალშრიანი პროცედურა აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად- უმაღლესი მთავარსარდლის შემდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს თავდაცვის მინისტრმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა, ამის შემდგომ კი ბრძანება მიდის დივიზიონამდე, სადაც იარაღის მატარებელი-გამშვები პლატფორმებია ბაზირებული, ბოლოს კი ბრძანებას უშუალო შემსრულებელი ასრულებს.“ – აცხადებს კოჩეტკოვი.

ექსპერტის განცხადებით, საერთო ჯამში საჭიროა 5-6 ეტაპის გავლა, რომელთაგან თითოეული მოითხოვს დადასტურებას და სპეციალური კოდების შემოღებას.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული