როგორც აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით CNN წერს, აშშ გაითვალისწინებს უკრაინის მაღალ მოთხოვნას უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვის საკითხში, როცა მომდევნო სამხედრო დახმარება დაიგეგმება.
როგორც წყარო ამბობს, 17 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქებზე “დრონების სასიკვდილო იერიშებმა” უკვე იქონია გავლენა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების თემაზე და აშშ-ში დამატებითი დეტალების განხილვა უკვე დაიწყეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი პრობლემა უკრაინისთვის სწორედ ირანული დრონებია.
ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ყველასთვის გასაგონად თქვა, რომ გააგრძელებს უკრაინისთვის ჰსთ ცალკეული სისტემების, მათ შორის, ორი NASAMS-ის მიწოდებას, მაგრამ ისინი უკრაინისგან ელოდებიან ოფიციალურ ინფორმაციას ირანული დრონების მახასიათებლებისა და მისგან მიყენებული ზიანის დაწვრილებით აღწერას.
შეგახსენებთ, დრონებით უკრაინის ქალაქებზე 17 ოქტომბერს მიტანილი იერიში, 10 ოქტომბრის “სარაკეტო ტერორის” შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო: სულ უკრაინის მიმართულებით 42 დრონი გაემართა, აქედან 36 განადგურდა. კიევისკენ გამოშვებული 30 დრონიდან 25-ის განადგურება მოხერხდა.
ცნობისთვის: NASAMS საშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია. მისი ძირითადი დანიშნულებაა ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში საშუალო და შორ მანძილზე მტრის საჰაერო სამიზნეების განადგურებაა. მას მიზნის განადგურება, არაუნაკლებეს 160 კმ შეუძლია. მეორე თაობის NASAMS-ის ბატარე 12 გამშვები მოწყობილობისგან შედგება, თითოეული კი AIM-120 AMRAAM ექვს ერთეულ რაკეტას ატარებს. ამის გარდა, სისტემას აქვს 8 რადარი, ცეცხლის მართვის ცენტრი, მანქანა ელექტრონულ-ოპტიკური კამერით და ავტომობილით Tactical Control Cell.