fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინის  IT-არმიამ “ვაგნერის” საიტი გატეხა და “მებრძოლი პატიმრების” სია მოიპოვა

უკრაინის IT-არმიამ გატეხა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” საიტი, რომელიც უკრაინაში, რუსეთის მხარეს საბრძოლველად სხვადასხვა კოლონიიდან პატიმრებს აგროვებს.

“ყველა დაქირავებული პერსონალური მონაცემები ჩვენს ხელთაა! ყოველი ჯალათი, მკვლელი და მოძალადე უმკაცრესად დაისჯება!”, – აცხადებს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფიოდოროვი.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მონაცემებით, უკრაინაში საბრძოლველველად პატიმრები რუსეთის 27 კოლონიიდან მიჰყავთ. მათი უმრავლესობა სწორედ კერძო სამხედო კომპანია “ვაგნერში” წევრიანდება. პატიმრების თქმით, დაუწერელ კანონებსაც არ არღვევენ, რადგან კერძო კომპანიაში ერტთიანდებიან და არა არმიაში და თან, “მტერთან” საბრძოლველად მიდიან, თუმცა, დღეს გავრცელდა მიმართვა, რომელმაც ასე მოაზროვნე პატიმრებს ცივი წყალი გადაასხა.

საუბარია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ე.წ. კანონიერი ქურდის “გრიშა მასკოვსკის” მიმართვაზე, რომელიც მან გამოაქვეყნა და პატიმრებს პირდაპირ მოუწოდა, არ წავიდნენ უკრაინაში საომრად.

“გრიშა მასკოვსკი” იმ პატიმრებს მიმართავს, ვინც უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად მიდის და მათ “აზრზე მოსვლისკენ” მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ბო**ების” სტატუსს ჰპირდება. 

“გრიშა მასკოვსკი” ამბობს, რომ “პატიოსანი კაცი ხელში ავტომატს არ აიღებს და არ წავა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დასახოცად”. 

მისი თქმით “უკრაინა კი არ დაესხა თავს რუსეთს, არამედ რუსეთის ხელისუფლება ეომება უკრაინელ ხალხს”. 

“თქვენ იქ საომრად კი არ მიდიხართ, სამარადიოროდ მიდიხართ,ა მიტომ გეუბნებით პირდაპირ, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ: თუ ავტომატს აიღებთ და უკრაინაში საომრად წახვალთ, თქვენ იქნებით ბო-*ე-ბი!” – ამბობს “გრიშა მასკოვსკი” ვიდეომიმართვაში. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული