უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა რუსებს ირანისგან მიღებული უახლესი სადაზვერვო -დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, Mohajer-6 ჩამოუგდეს.
Mohajer-6-ის ტექნიკური მახასიათებლები:
მოქმედების რადიუსი 1000კმ+
ფრენის სიმაღლე -5400მ
სასარგებლო დატვირთვა -100კგ – 4 ერთეული ლაზერით/ ტელედამიზნების მქონე რაკეტის/ პლანირებადი ბომბის წაღება შეუძლია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გუშინ, უკრაინელმა მეზენიტეებმა 6 Shahed-136 ჩამოაგდეს. ერთმა კამიკაძე-დრონმა ოდესაში პიკირება მოახდინა და პორტის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობას დაეცა, დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩამოგდებული ერთი ირანული დრონის ნამსხვრევები სახლს დაეცა, სადაც ხანძარი გაჩნდა. დაჭრილია ერთი ქალი. მეორე დრონის ნამსხვრევები გზატკეცილზე ჩამოვარდა, ერთი ავტომანქანა და 100 კვ. მ. გზის საფარი დაზიანდა – დნეპრის მერია.
საინტერესოა, რომ აშშ-ის 17-მა კონგრესმენმა პენტაგონს მოუწოდა, სასწრაფოდ გადაწყვიტოს უკრაინისთვის Grey Eagle უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის საკითხი.