უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინას უკვე მიღებული აქვს შეიარაღება, რაც აუცილებელია ხერსონის გასათავისუფლებლად.
“ეს ტექნიკა და შეიარაღება ჯერ არაა ბრძოლის ველზე შესამჩნევი, მაგრამ უკვე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთი დახმარება მივიღეთ”, – აღნიშნა არესტოვიჩმა Фейгин.Live.-ს ეთერში.
ასევე, არესტოვიჩმა მოუწოდა უკრაინელებს, ჰქონდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების რწმენა და სჯეროდეთ, რომ უკრაინის გათავისუფლება ოკუპანტებისგან გარდაუვალია.