ცალკეული რუსული რესურსების ინფორმაციის თანახმად, დონეცკის აეროპორტს უკრაინელები აკონტროლებენ!
ჯერ დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, რასაც რუსი სამხედრო კორესპონდენტები, ტელეგრამ-რესურსები და მიმომხილველები ავრცელებენ, იზიუმი ჩაბარებულია დილის 6 საათზე, კუპიანსკი ჯერ კიდევ გუშინ, რეზერვმა, რომელიც ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და დონეცკიდან კუპიანსკისკენ გადაისროლეს, ქალაქამდე ვერ მიაღწიე და გზაშივე “ჩაიმარხა”…
“მაგრამ “პიზ**ცი” ამით არ სრულდება”, – წერენ რუსი მიმომხილველები, – “მოწინააღმდეგემ კიდევ ორი თავდაცვის ხაზი გაარღვია ლისიჩანსკთან და “უკრ-ფაშისტებმა დონეცკის აეროპორტი დაიკავეს და, როგორც ჩანს, გაჩერებას არც ამაზე აპირებენ…”

შეგახსენებთ, 6 სექტემბერს დაწყებული შეტევითი ოპერაციის შემდეგ, უკრაინელებმა, მხოლოდ ხარკოვის ოლქში, მოფიციალურად, პრეზიდენტის დონეზე დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 30-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამ მონაცემებში არ შედის კუპიანსკი, რომელიც უკრაინელებმა 9 სექტემბერს აიღეს, იზიუმი, საიდანაც 10 სექტემბერს გამთენიისას, რუსული შენაერთები გავიდნენ მას შემდეგ, რაც ალყის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და ლიმანი, სადაც შეტაკებები დასახლების აღებით უკრაინელებმა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს.