ტყვეობიდან დაბრუნებული კიდევ ერთი გამორჩეული აზოველი- ოფიცერი ილია სამოილენკოა. სკაუტის დედამ დაადასტურა, რომ მისი შვილი ტყვეობიდან დაბრუნდა
სამოილენკოს დაბრუნებამდე, დედამისი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ შვილის დაბრუნებას ვარდების აყვავებასთან ერთად ოცნებობდა. მისი თქმით ახლა “ვარდები ადგილზეა”.

სამოილენკომ ბრძოლაში მარცხენა ხელი და მარჯვენა თვალი დაკარგა. კიდურის ნაცვლად მას ახლა ტიტანის მექანიკური პროთეზი აქვს, რის გამოც მას “უკრაინელი ტერმინატორი” უწოდეს.