fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სასწრაფოდ: რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლაში აღნიშნა :

“სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც ახლა რეზერვში იმყოფებიან, და ისინი, ვისაც გავლილი აქვს სამხედრო მომზადება შეიარაღებულ ძალებში, აქვს გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. 

სამხედრო სამსახურში გაწვეულები გაივლიან სამხედრო მომზადებას, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

მან ასევე, უკრაინაში მომხდარ რევოლუციას “შეიარაღებული გადატრიალების შედეგად ხელისუფლების მისაკუთრება” უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთკლიანობის შესანარჩუნებლად. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული