fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სად გადის ფრონტის ხაზი, სად უტევენ და სად შეიძლება შეუტიონ უკრაინელებმა – ანალიზი

სამხედრო სპეციალისტი კახა ესებუა “ფეისბუქზე” აქვეყნებს პოსტს, სადაც უკრაინის ფრონტზე, სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს და აანალიზებს. ზოგადად, ეს ანალიზი მისი წინა პოსტების გაგრძელებაა, სადაც ის ვარაუდობდა, რომ „ფრონტი დროებით მდინარე ოსკოლზე დასტაბილურდება და შეტევები სამხრეთით გაგრძელდება. თუ რუსეთის მეთაურობა შეძლებს საკუთარი ძალების გადაჯგუფებას, აქ უკრაინელები დროებით შეჩერდებიან.“

ამჯერად, კახა ესებუა სიტუაციას ასე აღწერს:

“რუსები ეცადნენ ფრონტი ორ მდინარეზე – ოსკოლზე და სევერსკი დონეცზე დაესტაბილურებინათ, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ. მაგრამ შეტევები სამხრეთით გაგრძელდა. უკრაინულმა ძალებმა ორ ადგილას მოახერხეს სევერსკი დონეცის ფორსირება და სვიატაგორსკი და ლიმანის სამხრეთით მდებარე დასახლებები აიღეს. ლიმანი რუსებს გამაგრებული აქვთ და უკრაინული შეტევა ნელა ვითარდება. ეს ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო პუნქტია.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება კუპიანსკთან. უკრაინულმა ძალებმა მოახდინეს მდინარე ოსკოლის ფორსირება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიც დაიკავეს. ამას დიდი ოპერატიული მნიშვნელობა აქვს.

კუპიანსკზე გადის H-26 მაგისტრალი, რომელიც პირდაპირ მიემართება სვატოვოსკენ. სვატოვო, კუპიანსკის მსგავსად, სატრანსპორტო კვანძია. რუსებიც თავდაცვას ამ არეალაში აწყობენ. ქალაქი მდებარეობს მდინარე კრასნა რიკაზე და სავარაუდოდ ეს მდინარე გახდება რუსული თავდაცვის შემდეგი ხაზი. უკრაინელები სავარაუდოდ სწორედ ნახსენები მაგისტრალით შეუტევენ ჩრდილოეთიდან და სვატოვოს მისადგომებთან მივლენ. ხარკოვის ოლქის ოკუპაციის შემდეგ რუსებს ვერც წარმოედგინათ, რომ აქ თავდაცვა მოუწევდათ, ამიტომ სვატოვომდე რეალური თავდაცვის ზღუდეები არ არსებობს.

 H-26 სვატოვემდე ყველაზე ხელსაყრელი გზაა, რადგან ოსკოლის ფორსირება უფრო სამხრეთში რთულია – იქ წყალსაცავი და ჭაობებია. სვატოვესთან შესაძლოა მოხდეს ძალების დატოვება (მოწინააღმდეგის ძალების დაბმა) და სამხრეთის მიმართულებით შეტევის P-66 მაგისტრალით გაგრძელება.

ეს გზა კრემინასა და რუბეჟნოეს გავლით სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის აგლომერაციას ზურგიდან უვლის. ლიმანზე შეტევა რუსული ძალების “დასაბმელად” იქნება გამოყენებული, რომელიც ამ შეტევის შედეგად, ალყაში მოექცევა. შედეგად, როგორც რუკაზე ხედავთ, უკრაინა იმავე ზომის ტერიტორიას დაიბრუნებს, რამდენიც პირველი კონტრშეტევის დროს დაიბრუნა. პოლიტიკურად ეს იქნება კიდევ უფრო მძიმე დარტყმა რუსეთისთვის, რადგან უკრაინა ხარკოვის ოლქის გარდა, ლუგანსკის ოლქის ნაწილსაც დაიბრუნებს.

კახა ესებუა

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული