ირკუტსკის ოლქის დასახლება უსტ-ილიმსკში 25 წლის მობილიზებულმა სამხედრო კომისარი პირდაპირ გაწვევის პუნქტში მოკლა. კადრში ჩანს, როგორ მიუახლოვდა შეიარაღებული პირი კომისარს და ერთი ტყვია ესროლა.
კომისარი ვერ გადაარჩინეს – კადრში ისიც ჩანს, როგორ გადაიყვანეს სასიკვდილოდ დაჭრილი კომისარი სასწრაფო დახმარების მანქანაში.
თავდამსხმელი დაკავებულია. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე ცნობილი არ არის.
ვიდეოს ნახვა “ალფა სიხშირის” ტელეგრამ-არხზე შეგიძლიათ:
შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რომელიც ჯამში, 300.000 ადამიანს შეეხება. მობილიზაციის გამოცხადებიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანა 261.000-მა რუსმა მამაკაცმა დატოვა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ საზღვრის ჩაკეტვის ბრძანება მიიღო – კაცებს რუსეთიდან, სავარაუდოდ, დღეს შუადღიდან უკვე აღარ გაუშვებენ, თუ მას სამხედრო კომისარიატის ნებართვა არ ექნება.