რუსეთი ცდილობს, წარუმატებლობად წარმოაჩინოს უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით, რაც რეალობის შეგნებული დამახინჯებაა, – აღნიშნავს ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).
“რთული კონტრშეტევების შედეგები ვერ დადგება ერთ ან რამდენიმე დღეში, სწორედ ამიტომ, უკრაინის ნელი მოქმედების ფონზე, რუსეთი ცდილობს კონტრშეტევა წარმოაჩინოს წარუმატებლად.
ამასთან, რუსმა ბლოგერებმა მოუხშირეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას 1-2 სექტემბერს კონტრშეტევის შესახებ, რადგან უკრაინის არმიის შეტევების ტემპის შესახებ ცნობები ბურუსით იყო მოცული. ISW ვარაუდობს, რომ რუსეთი გააგრძელებს მცდარი ნარატივების გავრცელებას, რათა გამოიყენოს უკრაინის “ოპერატიული სიჩუმე”.
ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსეთის შენაერთები აგრძელებდნენ დარტყმებს უკრაინის ზურგში და, ასევე აგრძელებდნენ ტექნიკის გადასროლას სამხრეთის მიმართულებით, რუსეთის ზურგის რაიონებიდან დონბასისა და ყირიმის მიმართულებით.