fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

როგორ დადგეს უკრაინული დესანტის “დახრჩობა” რუსმა პროპაგანდისტებმა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეგრამ-არხებმა და სხვა მედიარესურსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ენერგოდარის ატომური ელექტროსადგურს საფრთხე ემუქრებოდა.

ინფორმაციული ნაკადი რამდენიმე განშტოებად გავრცელდა. პირველი ინფორმაციული ნაკადი მოიცავდა თითქოსდა უკრაინის ხელისუფლების სურვილს, დესანტი გადაესხა ენერგოდარში და იერიში მიეტანა აეს-ზე, რათა შემდეგ ატომურ ელექტროსადგურზე ავარია რუსეთისთვის დაებრალებინა, რადგან ენერგოდარს სწორედ რუსული შენაერთები აკონტროლებენ.

ეს ინფორმაცია გაზიარდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მას კი მოჰყვა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია ჩქაროსნული კატარღით ენერგოდარისკენ დაძრული უკრაინული დესანტის შესახებ.

მესამე ინფორმაციულ ნაკადში კი საუბარი იყო დესანტის რიცხოვანებაზე და შეიარაღებაზე – საბოლოოდ კი ითქვა, რომ ენერგოდარის აეს-ის აღებას სულ რაღაც 9 უკრაინელი თავზეხელაღებული მებრძოლი გეგმავდა.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსულ სადაზვერვო ჯგუფს, რომელმაც კატარღის ფერიც კი (ვარდისფერი) იცოდა, უკრაინულ დესანტთან შეტაკება არც კი დასჭირდა, რადგან “დესანტმა ენერგოდარამდე ვერ მიაღწია” და უკრაინელი სამხედროების ცხედრები მდინარემ გამორიყა. რასაკვირველია, მეტი დამაჯერებლობისთვის, ამ გამორიყულ ცხრა ცხედარს “ვიღაც მოქალაქემ” მიაგნო, გადაუღო და სათანადო ორგანოებს შეატყობინა კიდეც, რის შემდეგაც ინფორმაცია გავრცელდა სავალალოდ დასრულებული უკრაინული ოპერაციის შესახებ.

რა მოხდა სინამდვილეში – ამ ვიდეომასალაში ნახავთ…

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული