დილის განახლებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მანქანების რიგი საზღვართან 20 კმ-ზეა გაჭიმული.
ვნახოთ, რით ინტერესდებიან საქართველოში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები დახურულ ჩატებში – მიმოწერის დეტალები ტელეგრამ-არხებზე გამოქვეყნდა.
“იცნობთ ვინმეს, ვინც საქართველოში მთების გავლით, ბილიკებით გადაგვიყვანს?”
“საზღვართან რიგია? მოვიწყენ? მოსაწევი ექნება ვინმეს?”
“ხალხნო, რას აკეთებთ, აიყვანეთ მგზავრები, ვისაც ადგილი გაქვთ მანქანაში, 10.000-ს რატომ სთხოვთ? (10.000 რუბლი დაახლოებით 500 ლარია)”
“რამდენიმე წლის წინ საქართველოში, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ავიკიდე, მაგრამ არ გადამიხდია და ახლა, შესვლისას, გადამახდევინებენ?”
“დნრ-ისა და ლნრ-ის ნომრებით არ შემიშვებენ?”
“ბავშვმა ამოიტვიფრა სიმბოლო Z, ახლა თბილისში მივდივართ. მესაზღვრეებს შეკითხვები ექნებათ? თუ სანთებელით ამოვწვათ?”
“მანქანა უკან გააბრუნეს, მიზეზი სარკეზე გეორგიევსკის ლენტა იყო…”
უფრო თამამად არიან საქართველოში უკვე შემოსულები. ისინი სხვებს ურჩევენ, იყვნენ შემტევები და თავხედები იმ ქართველების მიმართ, ვისაც პრეტენზია აქვს რუსებთან. “მათ მხოლოდ კედლებზე და ჩატში წერა შეუძლიათ, შეუტიეთ, დაიცავით თქვენი პოზიცია” – წერენ ისინი.