ბალაკლეაში (ხარკოვის ოლქი) არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს განსაკუთრებით საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ამ მიმართულებაზე უკრაინელთა კონტრშეტევის დაწყება და განვითარება რუსულმა რახებმაც დაადასტურეს.
ლუგანსკელი სეპარატისტების პოზიციებს უკრაინელმა მებრძოლებმა შედეგიანად შეუტიეს – გავრცელდა შეტევის დროს მოკლული რუსი ჯარისკაცების ფოტო და ვიდეომასალებიც.
უკრაინელთა იერიშში აქტიურად იყო ჩართული ჩართული ტანკები და არტილერია.
შეტევები მიმდინარებდა ბალაკლეა-კუპიანსკის გზატკეცილის გასაკონტროლებლად. საღ%ამოსკენ ვრცელდებოდა ინფორმაცია აგრეთვე ბალაკლეას გარეუბნებში მიმდინარე ბრძოლების შესახებ.
რუსულ საინფორმაციო არხებში სრული პანიკა იყო. აცხადებდნენ, რომ უკრაინელთა მიზანია რუსების სამხედრო დაჯგუფების ალყაში მოქცევა იზიუმის მიმართულებაზე.
მართლაც, ბალაკლეას აღების შემთხვევაში, რუსი ოკუპანტების იზიუმის დაჯგუფება ალყის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა ბალაკლეასა და ბაირაკის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს, მაგრამ ეს მათ დიდად ვერაფერში დაეხმარა.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, რომელსაც რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბალაკლეაზე შეტევას თბილისის დროით 05:00 საათზე აპირებენ. როგორც ბოლო პერიოდში ხდება, უკრაინის ოფიციალურ პირებს, ბალაკლეასთან დაკავშირებით, მინიშნებების გარდა, არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბალაკლეას მიმართულება არ უხსენებია არც ვოლოდიმირ ზელენსკის, ტრადიციული საღამოს ვიდეომიმართვის დროს.
სამაგიეროდ, უკრაინის არმიის გენშტაბმა დაადასტურა ორი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება: ხერსონის მიმართულებაზე ნოვოვოზნესენსკე, ხოლო იზიუმის მიმართულებაზე – დოვგენკე.

